პროექტი ვრცლად
1.პროექტის თემა:
,, ბულინგი - ბავშვური ოინი თუ წესად ქცეული ძალადობა?’’
2.იდეის აღწერა:
პროექტის მიზანია გამოვიკვლიოთ რამდენად სერიოზულად დგას ბულინგის პრობლემა საქართველოში და რა კეთდება იმისათვის, რომ ბულინგი საზოგადოებისათვის მისაღებ ქმედებად, ნორმად არ იქცეს? გვსურს მიღებული ინფორმაციის გავრცელება სკოლის თემში, საზოგადოებაში, მასებში და მათთან ერთად პრევენციული აქტივობების დაგეგმვა სკოლებში ძალადობის დასაძლევად.
3.პროექტის აქტუალობა
დღეს ბულინგი სცილდება ბავშვურ ონავრობას და წესად ქცეულ საშიში ძალადობის ფორმას იღებს. ჩავატარეთ ინკოგნიტო გამოკითხვა და პრობლემის აქტუალობაში უფრო დავრწმუნდით. 10-დან 8 მოსწავლე აღიარებს რომ ბულინგის მსხვერპლი ყოფილა.
მოსწავლეთა
უმრავლესობამ სიტყვა ბულინგის მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ თანატოლების აგრესიით გამოწვეულ დისკომფორტს აშკარად განიცდიან. ბულინგი პრობლემაა მსოფლიოში და პრობლემაა საქართველოშიც!!!! ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა.
4.პროექტის მიზნები
კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის
საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი
დაფიქსირდა. მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ
ძალადობას. სკოლებში უფრო ხშირია
ბავშვებს შორის ძალადობა. ჩვენი მიზანია ასეთი ბავშვების
დახმარება, რათა მათ ჰქონდეთ თანადგომის განცდა და განუვითარდეთ ასერტულობის უნარი.
მოსწავლეები ჩაერთვებიან ბულინგის კვლევაში, განუვითარდებათ პრობლემის დასმის, პრობლემის
გადაჭრის და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უნარები
გამოვიკვლევთ ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებს:
▪
არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.
▪
ახასიათებთ მაღალი შფოთვა.
▪
აქვთ დაბალი თვითშეფასება.
▪
მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და
თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
▪
არ
ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან.
▪
თუ
ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.
5.პროექტში
მონაწილეთა
ასაკი:
92-ე სკოლის 47 -პედაგოგი,
მშობლები,
სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის
მე-12, 11,10 კლასის მოსწავლე(15 დან 17 წლამდე
)
6.პროექტის
ვადები/ხანგრძლივობა- 5 კვირა
7 მოსალოდნელი შედეგები:
რა თქმა უნდა იმის ილუზია არ გვაქვს რომ ჩვენი პროექტის განხორციელების შემდეგ ბულინგის ფაქტები თუნდაც მხოლოდ ჩვენს სკოლაში სრულად აღმოიფხვრება, მაგრამ მოგეხსენებათ ძალა ერთობაშია, ერთად ვიბრძოლოთ, რომ გვყავდეს ჯანსაღი, მოსიყვარულე და ღირსეული
მომავალი თაობა,..თუნდაც რამდენიმე მოზარდის დასაფიქრებლად ღირს ამგვარი პროექტების განხორციელება..აგრეთვე ბულინგის მსხვერპლი მოსწავლეებიც მიხვდებიან რომ ისინი მარტო არ არიან და მათი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ. ჩვენს პროექტს აუცილებლად მოჰყვება თემის ჩართულობა და სოციუმის გარკვეულები ჯგუფების გააქტიურება. მოეწყობა ფართო პრეზენტაცია, გამოფენა ბულინგის თემებთან დაკავშირებით. ფართო მასების ინფორმირებულობა პრობლემის შესახებ , მისი გადაჭრის გზების ძიებაში, რეალურ პერსპექტივას შექმნის. ბულინგის შესახებ მოძიებული სტატისტიკური კვლევების, ინტერვიუების, ნახატების და ფოტომასილის მიხედვით მოვაწყობთ გამოფენას - ,, ბულინგი - ბავშვური ოინი თუ წესად ქცეული
ძალადობა?’’ მოვიწვევთ
სკოლის სხვა მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან ჩართული პროექტში და ვაჩვენებთ პრეზენტაციებს
ბულინგის სავალალო შედეგებზე.
8 პროექტის
ბიუჯეტი
და
საჭირო
რესურსები
№
|
რესურსები
|
საცალო ფასი
|
რაოდენობა
|
სკოლიდან მოთხოვნილი თანხა
|
შემოწირულობა დაინტერესებული მხრიდან
|
სულ
|
1
|
ფურცლები
|
10 თეთრი
|
100
|
10 ლარი
|
-
|
10 ლარი
|
2
|
ფანქრები
|
1 ლარი
|
10
|
10 ლარი
|
-
|
10 ლარი
|
3
|
მარკერი
|
2 ლარი
|
10
|
20 ლარი
|
-
|
20 ლარი
|
4
|
ჭიკარტი
|
50 თეთრი
|
10
|
5 ლარი
|
-
|
5 ლარი
|
5
|
ფორმატის ქაღალდი
|
2 ლარი
|
5
|
10 ლარი
|
-
|
10 ლარი
|
6
|
ფერადი სურათების დაბეჭვდა
|
1ლარი
|
30
|
30 ლარი
|
-
|
30 ლარი
|
7
|
დაფა გამოფენისათვის
|
50 ლარი
|
2
|
-
|
100 ლარი
|
100 ლარი
|
8
|
კომპიუტერი
|
-
|
1
|
-
|
სკოლა
|
-
|
9
|
პროექტორი
|
-
|
1
|
-
|
სკოლა
|
-
|
სულ
|
185 ლარი
|
9.პროექტის მსვლელობა
1. პროექტისთვის აუცილებელი გუნდის შეკრება: პროექტის კოორდინატორი, ფოტოგრაფი, კორესპონდენტი ,მკვლევარი, აიტი -მენეჯერი. გამოფენის ორგანიზატორი
2. ამ სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებთან („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“) ინტერვიუს მომზადება და კვლევის ჩატარება:
3. ინტერნეტსივრცეში ბულინგის ამსახველი ფოტომასილს და ვიდეორგოლების მოძიება.
4. ონლაინ გამოკითხვა 92-ე საჯარო სკოლის ოფიციალურ ვებ.-გვერდზე
5. ბულინგის ამსახველი ფოტოების დამუშავება და ფოტოგალერეის მომზადება.
6. ბულინგის შესახებ მოძიებული სტატისტიკური კვლევების. ინტერვიუების, ნახატების და ფოტომასილის მიხედვით გამოფენის ორგანიზება. ,, ბულინგი - ბავშვური ოინი თუ წესად ქცეული ძალადობა?’’
7. პრეზენტაცია (რომელიც ჩატარდება სკოლის სააქტო დარბაზში და გვეყოლება მოწვეული სტუმრებიც სხვადასხვა სკოლებიდან რათა მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის და მოზარდის ჩართულობა ამ პრობლემის მოგვარებაში)
ეტაპები
|
საქმიანობა/აქტივობა
|
პასუხისმგებელი პირი
|
კვირა
|
||||
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
|||
1
|
პროექტისთვის აუცილებელი გუნდის შეკრება:
|
პროექტის კოორდინატორი
|
|||||
2
|
ონლაინ გამოკითხვა 92-ე საჯარო სკოლის
ოფიციალურ ვებ.-გვერდზე
|
აიტი -მენეჯერი.
|
|||||
3
|
ინტერვიუ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის წევრებთან
|
კორესპონდენტი
|
|||||
4
|
კვლევა
|
მკვლევარი
|
|||||
5
|
ინტერნეტსივრცეში ბულინგის ამსახველი ფოტომასილს და ვიდეორგოლების მოძიება.
|
ფოტოგრაფი
|
|||||
6
|
ბულინგის ამსახველი ფოტოების დამუშავება და ფოტოგალერეის მომზადება.
|
ფოტოგრაფი
|
|||||
7
|
სკოლაში ბულინგის შესახებ გამოფენის ორგანიზება.
|
გამოფენის ორგანიზატორი
|
|||||
8
|
პრეზენტაციის მომზადება
|
პროექტის კოორდინატორი
|
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
საგანი-სამოქალაქო განათლება
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების
კვლევა და გამოყენება.
მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის
საშუალებები.
მოქ.X.5.
მოსწავლეს შეუძლია
გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
11პროექტის ხელმძღვანელი
ნინო ჭოლიკიშვილი ქ. თბილისის 92-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
nino.tcholikishvili@gmail.com
ტელეფონი: 577332401
13.პროექტის ვებ-გვერდი
ninotcholikishvili.blogspot.com
როგორც ყოველთვის ბრწყინვალე პროექტის ავტორი
ОтветитьУдалитьროგორც ყოველთვის ბრწყინვალე პროექტის ავტორი
ОтветитьУдалить