მთავარი თემა
|
,, ქართლის ცხოვრება თამარ მეფის საფლავის შესახებ“
|
საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/მე-6 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20
|
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები/ჩვენი საქართველო
|
გაკვეთილის თემის აქტუალობა/ მნიშვნელობა
|
საჭიროა კი ვიცოდეთ თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა ?
-ვფიქრობ რომ აუცილებელია. კვლევაში არქეოლოგების გვერდით უნდა ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც: მიკრობიოლოგები, ქიმიკოსები თუ ექიმები, უნდა შევისწავლოთ გარდაცვალების მიზეზები, აღვადგინოთ ჩვენი მეფეების სახეები, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. მოსწავლეები თამარ მეფის მაგალითზე გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელოვანია პიროვნების როლი ისტორიაში, როგორი კრძალვით ეპყრობოდნენ მას თანამედროვეები.
ქართველები, როგორც გვჩვევია, ვოცნებობდით, "დაკარგული" თუ "გასაიდუმლოებული" საფლავის პოვნაზე , რეალურად კი ძალიან ცოტა კეთდებოდა და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ისტორიული პიროვნებების შესახებ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ, არგუმენტებზე დაყრდნობით გავაცოცხლოთ სინამდვილე ...
ეს თემა ახალგაზრდა თაობაში უნდა გახდეს პოპულარული და პრიორიტეტული.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი-მოსწავლეებში კვლევითი, ინფორმაციის მოპოვების, ინფორმაციის ორგანიზების უნარის და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჯგუფური მუშაობის და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. მინდა რომ მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში დაცული ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია და დამოუკიდებელი არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა. თანამედროვე ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან და წარმოადგინონ საინტერესო პრეზენტაციები.
შედეგი-საზ. მეც.V-VI. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, ფოტო, სქემა, ჩანახატი, პრეზენტაცია ისტ.-ის გამოყენებით).
საზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებების როლზე საქართველოს ისტორიაში. მოსწავლე ეპოქის შესაბამისად ასახელებს გამოჩენილ პიროვნებას, განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს და მნიშვნელობას.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ საქართველოს ისტორიის ,,ოქროს ხანას’’, ბაგრატიონთა დინასტიის დიდ მეფეებს დავით IV, გიორგი III და თამარ მეფის ეპოქას.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან დისკუსიის კრიტერიუმებით, წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო(ავტორები: მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე) კატეგორიზაციის სქემა, საწერ-კალამი, საშინაო დავალების რვეულები.
ტექნიკური რესურსები: 1კომპიუტერი, 1 პროექტორი, პედაგოგის პრეზენტაციაPP--,,ქართლის ცხოვრება თამარ მეფის საფლავის შესახებ’’, დაფა, ცარცი,
|
დაგეგმილი აქტივობების თანმიმდევრულობა და სტრატეგია
|
1 ფაზა-- 1 აქტივობა - მასწავლებელი საშინაო დავალების გამოკითხვას (თამარ მეფის ეპოქის მიმოხილვას) ახდენს ,,კატეგორიზაციის ცხრილის’’ შევსების საშუალებით. (იხილეთ დანართი) შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ სად არის დავით აღმაშენებელის, ბაგრატ III, ვახტანგ გორგასლის, გიორგიIII საფლავები, ბოლოს კი სვამს კითხვას: იცით თუ არა სად არის თამარ მეფის საფლავი?(15 წთ)
2 ფაზა---2 აქტივობა -პედაგოგის მინი-ლექცია პრეზენტაცია PP-,,ქართლის ცხოვრება თამარ მეფის საფლავის შესახებ’’(იხილეთ დანართი) აგრეთვე პედაგოგის ლექცია(იხილეთ დანართი)(10 წთ)
3 ფაზა---3 აქტივობა- დისკუსია 1. რა გაიგეთ ახალი,? 2.როგორ ფიქრობთ რატომ არის დღეს თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ აზრთა სხვადასხავაობა ? 3.რომელი ინფორმაცია ხდის სადაოს გელათში თამარ მეფის საფლავის არსებობას? 4.თუ ქართული წყაროები მიუთითებენ რომ თამარის საფლავი გელათშია,მაშ რატომ არ არის იქ აღმოჩენილი საფლავი? 5. საჭიროა კი ვიცოდეთ თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა ? ( 15წთ)
4. აქტივობა - დისკუსიის შეფასება (5წთ)
5.აქტივობა -საშინაო დავალების მიცემა - შექმენით ჯგუფები, მოიძიეთ ინფორმაცია და მოამზადეთ პრეზენტაციები : ,,სად ვეძებოთ თამარ მეფის საფლავი?’’
საკვლევი წყაროები : ისტორიკოსს ჯაბა სამუშიას წიგნი "თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება", ქართლის ცხოვრება("ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა", "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", და ლაშა-გიორგის მემატიანეები) ასევე დაიხმარეთ ინტერნეტ- საძიებო საიტები (5წთ)
|
გაკვეთილის გეგმები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий