დისკუსია
კრიტერიუმები
|
III დონე
(8-10 ქულა)
|
II დონე (5-7 ქულა)
|
I დონე (1-4 ქულა)
|
მოსმენა
|
ყოველთვის
უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და
უყურებს ორატორს
|
იშვიათად უსმენს
და უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ
მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
|
ძირითადად
მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება
არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
შეუძლია
ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით,
ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად
შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
იშვიათად
იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს
ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
|
ძირითადად
გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და
აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
|
მცირე
ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო
თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს
თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს
დისკუსიის წესებს
|
იშვიათად
თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება
ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი
საკითხთან
|
მოსაზრების
გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება
მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
|
Комментариев нет:
Отправить комментарий